08 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს - ბოლო მონაცემებით, ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში იერიშებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

"ცაჰალი" ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის იერიშებს 42 ადამიანი ემსხვერპლა.

"ჰესბოლას" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ლიბანშიც. ბოლო 24 საათში, ისრაელის რეიდს 52 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 161 ადამიანი.

პარალელურად, ისრაელის დარტყმის შედეგად, ლიბანის ქალაქ სიდონში, გაეროს სამშვიდობო მისიის 6 წევრი დაშავდა.

დღის ამბები