08 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და უწყებაში არ მივლენ

"ძლიერი საქართველოს" წევრები ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ, უწყებაში არ მივლენ, თუმცა მზად არიან მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარდგნენ.

"დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პროკურატურას არ ვუცხადებ ნდობას და არ მივდივარ გამოკითხვაზე, თუმცა მზად ვარ მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად მივიდე და მივიტანო სასამართლოში ის მტკიცებულებები და დასაბუთება, რომლითაც დასტურდება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები