"თოფურია-მატადორი" - დოკუმენტური ფილმი პირველ ქართველ სპორტსმენზე, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე მაღალი რანგის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. ფილმში, რომელიც ესპანელმა რეჟისორმა იამპაოლო მანფრედამ გადაიღო, ნაჩვენებია ქართველის რთული გზა იუ-ეფ-სის ქამრამდე. ილია თოფურიას პირველი ნაბიჯები კარიერაში, რთული არჩევანი და განცდები გადამწყვეტ ბრძოლამდე.
ესპანელი რეჟისორის ფილმში ნაჩვენებია ქართველი ჩემპიონის ის დაბრკოლებებიც, რომელთა გადალახვაც მას ყოველდღიურად უწევს.
დოკუმენტური ფილმის ავტორს, უყურადღებოდ არ დარჩენია სამშობლოს დატოვება და ესპანეთში იძულებითი ემიგრაცია.
ფილმის ქართული პრემიერა კინოთეატრებში ცოტა ხნის წინ შედგა და მას ილია თოფურიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.