08 დეკემბერი 2024,   05:03
ვრცლად
"თუ ქვეყანაში ვერ აღწევ სამართალს, საერთაშორისო სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც ეს საკითხი შეიძლება გაირჩეს და გადაწყდეს" - გიგი წერეთელი

გაასაჩივრეს თუ არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" არასამთავრობოებმა სტრასბურგში? - "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საკითხზე არცერთი დოკუმენტი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი არ არის. არადა, ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ აცნობა.

ცოტა ხნის წინ, საია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდა.

საიამ დღეს მხოლოდ გადამზიდი კომპანიის მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელსაც, მათი განმარტებით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდა.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ საკითხის დეტალები არ იცის.

"არ ვფიქრობ, რომ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის საია, რაიმე არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მე ნამდვილად არ ვიცი დეტალები ამ საკითხის. ასეთი ტიპის დარღვევაზე, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური უფლების, სისტემურ დარღვევაზე, თუ ქვეყანაში ვერ აღწევ სამართალს, საერთაშორისო სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც ეს საკითხი შეიძლება გაირჩეს და გადაწყდეს. მე მგონია, რომ ამ მხრივ ნაბიჯები იდგმება. ინფორმაციის დაზუსტებას რა უნდა შეიძლება გაგზავნილია, მაგრამ ჯერ იქ გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - აცხადებს გიგი წერეთელი.

კოალიცია "ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა გააგზავნა საიამ.

"არ ვიცი საიამ რა გააგზავნა. მეასე ხარისხოვანია ჩემთვის ყველაფერი, ახლა მთავარი საკითხის გარდა, საქართველო უნდა გადავარჩინოთ, სამშობლო უნდა დავიბრუნოთ“ - ამბობს ნიკა გვარამია.

დღის ამბები