23 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"ძალისხმევას მაშინ განვაახლებთ, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნასა და სერიოზულ დამოკიდებულებას სასტიკი ომის დასასრულებლად" - კატარმა ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავლის როლის შესრულება შეწყვიტა

ოფიციალური პირების განცხადებით, კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას წყვეტს, - ამის შესახებ BBC წერს.

"10 დღის წინ, შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, კატარმა აცნობა მხარეებს, რომ შეაჩერებს ძალისხმევას როგორც შუამავალი ჰამასსა და ისრაელს შორის, თუ ამ რაუნდში შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული", - ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ქვეყნის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ განაახლებს ძალისხმევას, "როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნასა და სერიოზულ დამოკიდებულებას სასტიკი ომის დასასრულებლად".

დღის ამბები