08 დეკემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ტრამპმა ზელენსკის უკრაინის დახმარების პირობა მისცა - მათ სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც იყო ჩართული - Axios

დონალდ ტრამპმა, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის დახმარების პირობა მისცა. ინფორმაციას Axios-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბარს ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას "სტარ ლინკის" სატელიტებით დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა.

დღის ამბები