27 დეკემბერი 2024,   04:02
ვრცლად
"მევენახეებს შესაძლებლობა აქვთ, რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და მეტი შემოსავალი მიიღონ" - ოთარ შამუგია

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი "თამანი" დაათვალიერა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მევენახეების და მეღვინეების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მარნის მფლობელი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ბენეფიციარია და ბიზნესის განვითარებისთვის, აგროკრედიტის სახით, 50 000-ლარიანი საგრანტო თანადაფინანსებაც მიიღო.

დღის ამბები