26 დეკემბერი 2024,   15:25
ვრცლად
გარემოს დაცვის მინისტრი სოფელ ცანაში იმყოფებოდა, სადაც დარიშხან შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, საცავი აეწყობა

გარემოს დაცვის მინისტრი ლენტეხში ჩავიდა. ოთარ შამუგია სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ ცანაში იმყოფებოდა - აქ დარიშხან შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, საცავს აწყობენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით მასშტაბურ პროექტს ახორციელებენ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს.

მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.


დღის ამბები