24 დეკემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"ისრაელის ძალებმა ღაზაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჰუმანიტარული მისიების ოცამდე თანამშრომელი მოკლეს" - ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საუბარია, რომ ისრაელის ძალებმა ღაზაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჰუმანიტარული მისიების ოცამდე თანამშრომელი მოკლა. მათ შორის საუბარია, რომ "ცაჰალმა" ჰუმანიტარული მისიის კორტეჟს ცეცხლი გამიზნულად გაუხსნა. მოყვანილია, ორგანიზაცია "ოქსფამის" მაგალითი.

ღაზაში ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. გასული დღის განმავლობაში ანკლავში იერიშებს 22 ადამიანი ემსხვერპლა. "ცაჰალი" ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს ახორციელებს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, 78 მოქალაქე ემსხვერპლა.

 

დღის ამბები