08 დეკემბერი 2024,   12:49
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში რივნოპილი დაიკავეს და რეგიონის კიდევ 7 დასახლებულ პუნქტში წინ წაიწიეს

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა საღამოს ოდესას ოლქში საცხოვრებელ შენობაზე იერიში მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი 9 წლის ბიჭია.

22-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 66 აფეთქება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 138 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. კურახოვე და პოკროვსკის მიმართულებები კვლავ ოკუპანტის პრიორიტეტია.

უკრაინული მედია, "დიფსთეითზე" დაყრდნობით, იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნოპოლი დაიკავეს. გარდა ამისა, ოკუპანტები დაწინაურდნენ რამდენიმე დასახლებაში კურახოვეს მიმართულებით.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკომისიამ უკრაინას, დამატებით, 4 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ იქს-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხის გადარიცხვა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები