26 დეკემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ლიბანის სამხრეთ რაიონში, სამოქალაქო თავდაცვის ცენტრზე ისრაელის იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ლიბანის სამხრეთით, ნაბათიეს რაიონში, სამოქალაქო თავდაცვის ცენტრზე ისრაელის იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქალაქ ბაალბეკთან მეორე თავდასხმის შედეგად, 12 მაშველი დაიღუპა.

ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, დაჯგუფება "ჰეზბოლა" მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ, ნებისმიერ დროს გაიყვანოს თავისი ძალები ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან.

ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტები დაბომბა. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის განცხადებით, სამიზნე სამხედრო ობიექტები და დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" შტაბ-ბინები იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარის თქმით, ისინი არ დაუშვებენ სირიიდან "ჰეზბოლასთვის" იარაღის მიწოდების მცდელობებს და განახორციელებენ იერიშს სირიაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჰეზბოლას იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 24 პალესტინელი დაიღუპა. სულ, ომის დაწყებიდან დაღუპულთა რაოდენობამ 43,736-ს მიაღწია.

დღის ამბები