26 დეკემბერი 2024,   22:10
ვრცლად
"გაცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის თამაშებია, ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ" - ოთარ კიტეიშვილი

ხვალ ფეხბურთია - საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმში უკვე გაემგზავრა. გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. გაიმართება ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

"გაცნობიერებული გვაქვს რა მნიშვნელობის თამაშებია, ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია ჩვენთვის მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ.

განსხვავებული თამაშები იყო ოქტომბერში, განსხვავებულად გვეთამაშებოდნენ გუნდები, შედარებით უფრო უკნიდან და ნაკლებ სივრცეს გვაძლევდნენ, ალბათ მსგავსი მოლოდინი გვექნებოდა ამ შეხვედრებშიც, უკრაინასთან თამაშზე ვიტყოდი პირველ რიგში, მაგრამ უკრაინასაც მოსაგები აქვს აუცილებლად და ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჩვენ ჩვენი სიძლიერეები რაც გვაქვს, აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვნახოთ, იმედია, მოედანზე ამას ყველაფერს ვაჩვენებთ", - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი.

დღის ამბები