30-მდე ექსპრესიული ხასიათის ნახატი, პორტრეტები და ავტოპორტრეტები - ათინათის კულტურის ცენტრი ზურაბ გიკაშვილის გამოფენას მასპინძლობს. მხატვრის ნახატებზე წარმოდგენილია პეიზაჟები და ცხოველები. ზურაბ გიკაშვილის შემოქმედება დაცულია ადგილობრივ და საერთაშორისო კოლექციებში. მხატვარი 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა.