რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მონიტორინგის არხების მიხედვით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 45 რაკეტა იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით 05:42 საათზე დაიწყო. ამის შემდეგ, რუსებმა "კალიბრები" გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არსებობდა. რაკეტები კურსი კიევის, კროპივნიცკის, კრივი-რიჰის, ოდესის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავასა და ვინიცას ოლქებში.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქებები მოხდა კიევის, ვინიცასა, ხმელნიცკის ოლქებში. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის, დონეცკის დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროენერგია გაითიშა.
ტოკიო კიევს რუსული აქტივების ხარჯებს 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გაააქტიურებს. ამის შესახებ კიევში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დასარულს გახდა ცნობილი. ვიზიტის ფარგლებში, ტაკეში ივაია უკრაინელ კოლეგასა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ჩვენი შიდა მდგრადობის გეგმის მომზადების შესახებ. შეხვედრა გაფართოებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის გადაწყვეტილებმა შეინარჩუნოს სპეციფიკის იგივე დონე. კონკრეტული რამ, რაც ეხება ომს და უკრაინელი ხალხის გმირობას და კონკრეტული წინადადებები ომის შემდგომი პერიოდისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ისინი არიან ყველაზე ძლიერი ძალა ევროპაში, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი სახლი და მთელი ევროპა. უკრაინელები ყოველდღე ამტკიცებენ თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით, რომ რუსეთის შეჩერება შეუძლიათ. სიმამაცე და გამძლეობაა საჭირო ჩვენი პარტნიორებისგანაც", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.