საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.
მათივე ცნობით, ქვისცვენა კვლავ გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.