საპროტესტო აქცია თბილისში - ოპოზიციის მხარდამჭერებმა ვარაზისხევი გადაკეტეს, რამაც მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოქალაქეები აქტივისტებს მოუწოდებდნენ, საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ და მათი გადაადგილება არ შეეფერხებინათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 24-საათიანი პროტესტის პირველი ლოკაციაა. აქციის ორგანიზატორები სხვა მთავარი გამზირების გადაკეტვასაც აანონსებენ.