18 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
"რესპუბლიკის მოედანზე დავაყენებთ დიდ ეკრანებს, სადაც გულშემატკივარს შეუძლია მოვიდეს და უქომაგოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთად დაუჭირონ მხარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

კალაძემ, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე სამი ქულის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა.

"ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთის. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო.

მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელოვანია მოგება და სამი ქულა აღნიშნულ შეხვედრაში. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვაკეთებთ ორგანიზებას, როგორც ყოველთვის, წინა შეხვედრებზე გვქონდა ანალოგიური მიდგომა, ახლაც, რესპუბლიკის მოედანზე დავაყენებთ დიდ ეკრანებს, სადაც გულშემატკივარს შეუძლია მოვიდეს და უქომაგოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები