18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ლანჩხუთში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდა - გაიმართა საინფორმაციო შეხვედრაც

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში, სკირინინგ აქცია და ლანჩხუთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კვლევებით უფასოდ ისარგებლოს. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ.

საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.

საინფორმაციო შეხვედრას ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ხელმძღვანელი მეგი საჯაია და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ხელმძღვანელი თინა ბერუჩაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები