24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი "თანამდებობიდან" გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი "თანამდებობიდან" გადადგა - ასლან ბჟანიამ "გადადგომის" შესახებ განცხადებას ხელი დე ფაქტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მოაწერა.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები 19 ნოემბერს უნდა დაიშალონ, ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბჟანია "გადადგომაზე" უარს განაცხადებს.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას "გადადგომის" საკითხს დღეს განიხილავს, მის მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.

ადგურ არძინბამ მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილეს და მოუწოდა სახლში წასულიყვნენ, რადგან მიზანს მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა.


დღის ამბები