20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე: "თუ შეამცირებენ დახმარებას, ვფიქრობ, ჩვენ წავაგებთ"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ არხთან - "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, აშშ თუ სამხედრო დახმარებას შეამცირებს უკრაინისთვის, ქვეყანა, სავარაუდოდ, ომს წააგებს.

"თუ შეამცირებენ დახმარებას, ვფიქრობ, ჩვენ წავაგებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის უპირატესობის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, არც გადარჩენისთვის არის საკმარისი, მაგრამ ეს თუ იქნება ამერიკის არჩევანი, მაშინ გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ გამოყენებული თუ იქნება ყველა ბერკეტი, რაც აშშ-ს აქვს, მაშინ, დიახ, მას შეუძლია, რადგან ის გაცილებით ძლიერია პუტინზე. აშშ უფრო ძლიერია. მათი ეკონომიკა უფრო ძლიერია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალაც, ძალაუფლებაც და იარაღიც და მას შეუძლია ენერგორესურსების ფასები შეამციროს. სხვათა შორის, მე მსმენია პრესაში სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგან, რომ ის ფიქრობს ენერგორესურსების, ნავთობის ფასების შემცირებაზე, ეს უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები