24 დეკემბერი 2024,   21:33
ვრცლად
კიევში აშშ-ის საელჩო, 20 ნოემბერს სავარაუდო მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

კიევში, აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს მოსალოდნელ პოტენციურ ძლიერ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აშშ-ის მოქალაქეებს მზადყოფნისკენ მოუწოდა.

საელჩომ უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, მზად იყვნენ საჰაერო განგაშისთვის და სწრაფად მოძებნონ უსაფრთხო თავშესაფარი.

"კიევში აშშ-ის საელჩომ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, 20 ნოემბერს პოტენციური მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ. სიფრთხილის მიზნით, საელჩო დაიხურება და საელჩოს თანამშრომლებს მიეცათ მითითება უსაფრთხო ადგილზე დარჩნენ. აშშ-ის საელჩო, აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, მზად იყვნენ საჰაერო განგაშისთვის და სწრაფად მოძებნონ თავშესაფარი," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები