რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ავტომობილებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას. პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამართალდამცავების მოწოდებაა, რომ აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.
პარალელურად, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათი თქმით, ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გააპროტესტებენ.
შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ. დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.