26 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
26 ნოემბერს თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, კოსტავას, სატივეს, ვერეს, ჯუღელის და ლაპიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ), V, VII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, წიწამურის, ჭილაიას, ზედაზენის, ზესტაფონის, ტრიკოტაჟის, ლომთათიძის, ხვინგიას, ნათაძის, ინდუსტრიის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, სვერის, ქართლის, თმოგვის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, კნოლევის, დაისის, ჯავის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები