06 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11%-ი შეადგინა - საქსტატი

საქსტატმა დღეს ახალი მონაცემები გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11%-ი შეადგინა.

გაზრდილია ასევე პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი, რაც 10-ი პროცენტია.

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: მშენებლობამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, კომუნიკაციამ, ტრანსპორტმა და ვაჭრობამ.

დღის ამბები