სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან დემონსტრანტს სამართალდამცველები.
სპეცრაზმელები სცემენ აქციის მონაწილეს, რომელიც წაქცეულია. აღნიშნულ ფაქტს და პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე სამართალდამცველებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, არ გამოიყენონ გადაჭარბებული ძალა.
ფაქტს ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი განცხადებით, . მან ასევე კატეგორიულად დაგმო მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა წაქცეული ადამიანისათვის, ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება.