სპეცრაზმელებმა სასტუმრო "მერიოტთან" აღმართული ბარიკადებისგან რუსთველის გამზირი გაათავისუფლეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ამჟამად, ტერიტორია ცარიელია და იქ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან. ადგილზე პერიოდულად პიროტექნიკას ისვრიან.
არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.