05 დეკემბერი 2024,   01:56
ვრცლად
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ოფისში იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

ადგილზე იმყოფებიან პარტიის ლიდერებიც. თინა ბოკუჩავასა და სოფო ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. მათივე განცხადებით, მოითხოვეს მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებიან სამართალდამცველები ოფისში, თუმცა ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ. მათ, ასევე, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩხრეკა.

“გვივარდებიან სახლებში, გვივარდებიან ოფისებში. ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება ხალხნო. ახლა უნდა გავერთიანდეთ,“ - აცხადებს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები