15 აგვისტო 2026,   01:10
ვრცლად
"არცერთი ნეიტრალური პირი არ დასწრებია ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკას" - რას ამბობს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი

პოლიტიკური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გუშინ დაკავებულ წევრებს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ - არ არის გამორიცხული, მათი ნაწილი დღესვე მიიყვანონ სასამართლოში.

გუშინ, ერთდროულად ან მცირე ინტერვალებით, ჩხრეკა რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა - მათ შორის იყო "ახალის”, “დროას”, “გირჩი - მეტი თავისუფლების” , “ ნაციონალური მოძრაობის”, სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები - აიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ამას
გარდა, დააკავეს ძლიერი საქართველოს ორი წევრი, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები.

გუშინ დაკავებულ შვიდ პირს ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ედავებიან, რაც 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ ცეცხლაძე დუმილის უფლებას იყენებს.

"მოვინახულე ზვიად ცეცხლაძე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ისევ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება
მისი სახლის ჩხრეკას - აცხადებს, რომ ისეთი ნივთებია მისი სახლიდან ამოღებული და მითითებული ჩხრეკის ოქმში, რომელიც მისი სახლიდან არ იყო ამოღებული. არცერთი ნეიტრალური პირი არ დასწრებია ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკას", - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები