სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს შეხვდა.
შალვა გოგოლაძემ მორაგბეებს "რაგბი ევროპის" ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვება მიულოცა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პრაღაში გამართულ "რაგბი ევროპის" ფინალში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 32:11 დაამარცხა.
"რაგბი ევროპაზე" მიღწეული წარმატების აღსანიშნავად მორაგბეებმა ხელი მოაწერეს ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა.