"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
"6 დეკემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ენუქიძის ქ. N15-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 დეკემბერს 23:00 საათიდან 7 დეკემბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ქიზიყის ქუჩის N1-N13 (კენტები) N2-N8 (ლუწები), ჭიჭინაძის, ცისკრის, იდუმალის, ენგურჰესი, გუმათჰესის, მიხეილ ცისკარიშვილის, ტიმოთე გაბაშვილის, ლორთქიფანიძის N27-N 91(კენტები)N34-N44 (ლუწები). ნავთლუღის მე-2 დასახლებაში 1,2,3,4,5,6,7 ქუჩებს, ელენე მეტრეველის, აზა ადამიას, ნატო გიორგაძის, ნინო თოიძის, პოლიციის, ენუქიძეს, ლუკა რაზიკაშვილის და ნუგზარ საჯაიას ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.