26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს კვლავ დაშლისკენ მოუწოდა და წყლის ჭავლი დღეს პირველად გამოიყენა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს კვლავ დაშლისკენ მოუწოდა და წყლის ჭავლი დღეს პირველად გამოიყენა.

ამჟამად, აქციის მონაწილეები "თბილი მერიოტის" მიმდებარედ არიან შეკრებილები. სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.

სამარტალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

 

დღის ამბები