14 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო და აქტივისტებს აკავებს

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის დაშლამდე, აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

აქციის დაშლის პროცესი თავისუფლების მოედნიდან დაიყო. საპოლიციო ძალებმა რამდენიმე აქციის მონაწილეც დააკავეს.

ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

 

დღის ამბები