26 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა და გმირთა მოედნისკენ მიემართება

აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპოლიციო ძალები რჩებიან.

აქციის მონაწილეების ნაწილი, ამჟამად გმირთა მოედნისკენ მიემართება.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქციის დაშლის პროცესში, დააკავეს რამდენიმე პირი.

დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში  2028 წლამდე არ დააყენებს.



დღის ამბები