"შავი ლომი" ჩელენჯ თასის პირველ შეხვედრას, დღეს, თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. ქართული ფრენჩაიზი ფრანგულ "ვანს" დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა იანვარში გაიმართება. 11-ში თბილისში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი "ბაიონა" ჩამოვა, 19-ში კი "შავი ლომი" "ედინბურგს" შოტლანდიაში შეერკინება. მომავალი თამაშებისთვის "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.
"შავ ლომსა" და "ვანს" შორის დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება.