26 დეკემბერი 2024,   14:01
ვრცლად
ლევან იოსელიანი: "თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი და სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე"

პოლიციამ ერთ ღამეში 48 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირსა და სხვა ქუჩებზე აიყვანეს. პოლიცია მათ დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. თავად დაკავებულები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ.

დაკავებულთა შორისაა, მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია. იზოლატორში დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა სახალხო დამცველი:

"თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი და სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე. ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით კი ტელეფონების დაკარგვაზე, რომლებიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

დღის ამბები