გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს.
მის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა შესაბამისი უწყება ვაშაძეს ცოტა ხნის წინ ჩააბარეს.
ამასთან მას განუმარტეს, რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, გამოძიება მიმართავს სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.
გიორგი ვაშაძე საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული.
საქმე კი ეხება 225-ე მუხლს, რაც ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.