თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადაც.
"რუსთავი 2" დეტალებს შსს-ში არკვევს.