კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ანა ბროლაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.
ანა ბროლაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთვებოდა, რა დროსაც ანა დოლიძე მასთან მივიდა და აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთება სურდა.
ანა დოლიძის თქმით, საკმარისი არ არის ის დრო, რასაც საქართველოს პირველი არხი ხალხს უთმობს. ანა დოლიძის განცხადებით, მან თავად მოიპოვა საქართველოს პირველი არხის ეთერი, რასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტმა ანა დოლიძეს განუმარტა, რომ მისთვის ეთერი არავის შეუზღუდავს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტ სიმონ შანავასთვის აქციის მონაწილეებმა, პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს. აქტივისტები მას პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" გმობს მაუწყებლის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და სოლიდარობას უცხადებს მას.