რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი სიმონ შანავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც მასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტელეკომპანია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის განემარტა, რომ ტელეკომპანია პროცესებს ობიექტურად აშუქებს და სთხოვდა მათ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეეშალათ. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.