დაბა ურეკში, წვერმაღალას უბანში 25-ე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და იგება 700 მეტრი სიგრძის გზა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.