12 დეკემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ღამით, უკრაინულმა დრონებმა გროზნოს შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ღამით, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს დრონით შეუტიეს. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული მფრინავი ობიექტი ჩამოგდებულია. არიან დაშავებულები. მომხდარს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ არხზეც ეხმიანება. მისი ცნობით, სამიზნე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა იყო.

საღამოს, აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ სევასტოპოლშიც. ადგილობრივი რუსი ოფიციალური პირების თქმით, ნახევარკუნძულს დრონებით შეუტიეს. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ.

დრონებით, არტილერიითა და ქვემეხებით 20-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაფიქსირდა 114 აფეთქება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, მძიმე ბრძოლები და დაკარგული პოზიციები ქალაქ პორკოვსკის მახლობლად "არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს" მოითხოვს.

დღის ამბები