13 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ნუსეირათის ბანაკში 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები

ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში გრძელდება. ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ანკლავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ბანაკში, 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები - ინფორმაციას ადგილობრივი მედიკოსები ავრცელებენ.

მანამდე ისრაელის ორი თავდასხმის შედეგად, სამხრეთ ღაზაში 13 პალესტინელი დაიღუპა. "ჰამასის" განცხადებით, ისინი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების დამცველები იყვნენ, ისრაელის განცხადებით კი, თავდასხმა "ჰამასის" მებრძოლებზე განხორციელდა, რომლებიც ტვირთის გატაცებას ცდილობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თქმით, შესაძლებელია შედგეს შეთანხმება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ჯეიკ სალივანმა ამის შესახებ იერუსალიმში ისრაელის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალივანისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში საპროტესტო აქციის ფონზე შედგა.

 

დღის ამბები