ტრაგედია გუდაურში - ერთ-ერთ კომერციულ ობიექტში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან 11 უცხო ქვეყნის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. მათ კურორტზე, ფართი ჰქონდათ ნაქირავები. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე ახლახან განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.