15 დეკემბერი 2024,   13:37
ვრცლად
უამინდობის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის, რიკოთის უღელტეხილზეც

უამინდობის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვები ყველა მიმართულებით მოხსნილია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები რჩება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებთან დამაკავშირებელ გზებზე, სადაც მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, - რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთსა და კობი-გუდაურის გზებზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა. სხვა მიმართულებებით, ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

"ამ დროისთვის, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მოხსნილია შეზღუდვები. დაწესებულია მაღალმთიან რეგიონებთან დამაკავშირებელ გზებზე მხოლოდ და მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უახლესი ინფორმაციაა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე, კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მოიხსნა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები და კობი-გუდაურის მონაკვეთზეც მოხსნილია აღნიშნული რეჟიმი. სხვა მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება შეუფერხებლად," - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძე.

ბოლი ორი დღის განმავლობაში, რთული კლიმატური პირობები გამო, გზებზე გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. იყრებოდა ტექნიკური მარილი.

დღის ამბები