რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა.
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ნაძვის ხესთან, პატარებს ყინულის მოედანი, თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და საშობაო ბაზრობა დახვდათ.
ნაძვის ხის ირგვლივ მოწყობილ საშობაო სოფელში, სტუმრებს, ხელნაკეთი ნივთების, სადღესასწაულო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და სხვადასხვა სახის ტკბილეული დახვდათ.
საახალწლო სოფელი სადღესასწაულო განწყობით და სხვადასხვა სახის სიურპრიზით, რუსთაველ ბავშვებს, 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.