17 დეკემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა 

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 2024 წლის საუკეთესო ფალავნად, ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა.

"30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით, 68 200 ქულით დაასრულა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია აღნიშნავს, გენო პეტრიაშვილის შედეგები ემყარება 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ხორვატიისა და უნგრეთში გამართულ ტურნირებში დაფიქსირებულ შედეგებს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საუკეთესოს ტიტული იაპონელ ნაო კუსაკას ხვდა. 

ხოლო რაც შეეხება ქალთ ჭიდაობას, საუკეთესოდ თურქი ბუსე თოსუნი დასახელდა.

დღის ამბები