19 დეკემბერი 2024,   02:36
ვრცლად
19 დეკემბერს თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, გარკვეულ ქუჩებს, 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VII კვარტლის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვერკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აეროდრომის დასახლების, სამშენებლო დასახლების, კაიროს, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მიქელაძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), დეპოს, საყვირის, მახინჯაურის, კოხრეიძის, მრევლიშვილის, კავთისხევის, სვანეთის, ჭყონდიდელის და წმინდა მელქისედეკ პირველია ქუჩების მოსახლეობას.

 

დღის ამბები