გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. როგორც Sky News-ი წერს, დაღუპულია 2 და დაშავებულია 70-მდე ადამიანი. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველები, ამ ეტაპზე, მომხდარს თავდასხმად აფასებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არის ექიმი საუდის არაბეთიდან.