21 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, უკვე 4 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს.

41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ, 80-ზე მეტი კი მსუბუქად არის დაშავებული.

გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველები, ამ ეტაპზე, მომხდარს თავდასხმად აფასებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არის ექიმი საუდის არაბეთიდან.

დღის ამბები