22 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ისრაელის საჰაერო დარტყმა ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე - დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ისრაელის საჰაერო დარტყმა ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე - ნუსეირატში მდებარე შენობაზე იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ინტენსიური იერიშებია ღაზის ჩრდილოეთში მდებარე, კამალ ადვანის საავადმყოფოზეც.

დღის ამბები